თამარ გაბუნიას განცხადებით, 2 კვირაში გამოვლინდება, გამოიწვია თუ არა რეგულაციების შერბილებამ ინფიცირების ზრდა და ამაზეა დამოკიდებული, შერბილდება თუ არა რეგულაციები 16 იანვრიდან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო ორ კვირაში გამოვლინდება, გამოიწვია თუ არა რეგულაციების შერბილებამ ინფიცირების ზრდა. როგორც მინისტრის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული შერბილდება თუ არა რეგულაციები 16 იანვრიდან.

„ჯერჯერობით ის სქემა, რომელიც დაანონსებულია 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ძალაში რჩება. თუმცა, მანამდე ჩვენ უნდა გავიაროთ ორი კვირა და ეს ორი კვირა იქნება მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, თუ გამოვლინდება, ამ შეზღუდვების შერბილებამ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში გამოიწვია შემთხვევების მატება. თუ მივაღწიეთ ისევ შემთხვევების იმ კრიტიკულ რაოდენობას, როდესაც შეიქმნება რისკი ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო მეტად გადატვირთვის და ეს იქნება სერიოზული დარტყმა ჯანდაცვის სექტორისთვის, რა თქმა უნდა, როგორც წინა შემთხვევაში, საბჭო იმსჯელებს იმ მექანიზმებზე, რაც 16 იანვრის შემდეგ უნდა იქნას გამოყენებული. შემდეგი ორი კვირა უნდა ვნახოთ და დავაკვირდეთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას“,-აღნიშნა მან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა