პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის უფლებამოსილება ცნო

„პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.

გელა მიქაძის უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 -მა დეპუტატმა დაუჭირა, ფრიდონ ინჯიას -81-მა დეპუტატმა, დავით ზილფიმიანის უფლებამოსილების ცნობას კი 82-მა დეპუტატმა.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში გელა მიქაძე იქნება, გიორგი ლომიას ფრიდონ ინჯია ჩაანაცვლებს, ხოლო გოჩა თევდორაძეს - დავით ზილფიმიანი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო საქმიანობაში.

ცნობისთვის, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართეს. პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია.

“პატრიოტთა ალიანსის“ სიით დეპუტატის მანდატზე უარის თქმას ასევე არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო