მთიან ყარაბაღში კიდევ 6 სომეხი სამხედროსა და 3 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს

მთიანი ყარაბაღის საბრძოლო ზონაში, კერძოდ, ჯაბრაილ-ჰადრუტის მიმართულებით მიმდინარე სამძებრო ოპერაციის ფარგლებში, კიდევ 9 ცხედარი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახლად აღმოჩენილი დაღუპულებისგან 3 სამოქალაქო პირია.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ცნობით, 4 იანვრის მონაცემებით, საბრძოლო ზონიდან, საერთო ჯამში, 1 184 ცხედარია გადასვენებული.

ცხედრების ძებნის ოპერაცია ამჟამად თალიშ-მატაგისის, ჰადრუთისა და ფიზულის რაიონების მიმართულებები გრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს