„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე - ჩემსა და ხელისუფლებას შორის კი არა, გარიგება საერთოდ არავისთან არ ყოფილა

ჩემსა და ხელისუფლებას შორის კი არა, საერთოდ არავისთან არ ყოფილა გარიგება, - ამის შესახებ პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიით შესულმა დეპუტატმა ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის წევრებმა პარლამენტში შესვლის თაობაზე მისი გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ და პარტიის შიგნით ამასთან დაკავშირებით, უპატივცემულო შენიშვნა ან კონფლიქტი არ ყოფილა.

„ჩვენთან პარტიაში არავის არაფერზე არ ზღუდავენ. პარტიის წევრებმა იცოდნენ, რომ ეს ასე მოხდებოდა. არავითარი უპატივცემულო შენიშვნა ან კონფლიქტი პარტიის შიგნით ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. რატომღაც პოლიტიკურ წრეებში მიღებულია, რომ ერთ პარტიას აუცილებლად ერთი აზრი უნდა ჰქონდეს, ეს ასე არ არის. მეც გარკვეული შრომა ჩავდე ამ პარტიაში და დღესაც მათი მხარდამჭერი ვარ და იმ აზრსაც ვიზიარებ, რომელზეც ისინი არიან. არ არის საჭირო ერთმანეთს ვეომოთ, ჩვენ ასე ვუყურებთ ბრძოლის ამ ფორმატს“, - აღნიშნა ავთანდილ ენუქიძემ და იქვე დასძინა: „ვთვლი, რომ არჩევნები გაყალბდა და „პატრიოტთა ალიანსსაც“ არასაკმარისი ხმები დაუწერეს“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს