იტალიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე გაახანგრძლივა

იტალიამ კორონავირუსის გამო შობის დღესასწაულის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე გაახანგრძლივა.

ქვეყნის მთავრობის ახალი განკარგულების თანახმად, აიკრძალება რეგიონებს შორის მოგზაურობა და გამონაკლისი მხოლოდ ჯანმრთელობასთან ან სამსახურთან დაკავშირებულ გადაადგილებას შეეხება. მოქალაქეებს უფლება ექნებათ მეგობრები დღეში მხოლოდ ერთხელ მოინახულონ, სტუმრად კი ერთდროულად არაუმეტეს ორი ზრდასრული ადამიანის მიღება დაიშვება. ბარები და რესტორნები დაკეტილი იქნება და მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისით მუშაობის ნებართვა ექნებათ.

საშუალო სკოლები 11 იანვარს გაიხსნება, გაკვეთილებს საკლასო ოთახებში მოსწავლეების 50% -ი დაესწრება, დანარჩენები კი დისტანციურად ისწავლიან. საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები კი, გეგმის მიხედვით, 7 იანვარს გაიხსნება.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით, საერთო ჯამში, 2 166 224 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 75 680 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:იტალიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე გაახანგრძლივა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა