ირაკლი კობახიძე - მოლაპარაკებების განმავლობაში წინადადებები პრაქტიკულად მოდიოდა მხოლოდ ჩვენგან, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან - მხოლოდ ულტიმატუმები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ამოცანაა, ჯანსაღ და რადიკალურ ოპოზიციას შორის მკაფიო ზღვარი გაივლოს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მოლაპარაკებების განმავლობაში წინადადებები პრაქტიკულად მოდიოდა მხოლოდ ჩვენგან. იქიდან, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ულტიმატუმები მოდიოდა. წინადადებები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ დავაყენეთ და რა თქმა უნდა, მზად ვართ, მსჯელობა გავაგრძელოთ. მათ შორის საუბარია, ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, უნდა იყოს, განხილვის საგანი. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, მკაფიო ზღვარი გაივლოს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებსა და ჯანსაღ ოპოზიციურ შორის. ეს საბოლოო ჯამში გაცხადდება, როდესაც კონკრეტული პარტიების მხრიდან პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს გავიგებთ", - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა