ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური კრიზისია და ისინი თვითგანადგურების რეჟიმზე არიან გადასული.

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პარტიაში დიდი განახლებისა და გადალაგების დროა.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პარტიის თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება.

„ბუნებრივია კრიზისია, ისინი თვითგანადგურების რეჟიმზე არიან გადასული. დღეს უკვე ვიხილეთ სისრულეში მოყვანილი ერთ-ერთი პარტიის თვითგანადგურება. რეალურად "პატრიოტთა ალიანსმა" საკუთარი თავი გაინადგურა, იმით რაც გუშინ გააკეთა, როდესაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ეს პროცესი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახლა გრძელდება და იმედი მაქვს, რომ თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება. "ევროპული საქართველო" ისედაც განადგურებულია. ეს ყველაფერი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია და საბოლოო ჯამში, ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიხილოთ", - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო