ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში

მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის 4 წევრის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და მათი სურვილია პარლამენტში არ შევიდნენ რადიკალური პარტიები და შევიდნენ მხოლოდ, ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები.

„პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა საქართველოს პარლამენტში. მანამდე ვიტყვი იმასაც, რომ მნიშვნელოვანია, „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში და მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი პარლამენტი, სადაც არც ერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ჩვენ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები, აქ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას”. ეს პროცესი გაგრძელდება და პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მოწოდებები აქამდეც ისმოდა, თუმცა კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც მეტი დრო გავა, აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ მრავალპარტიულ პარლამენტს. ორპარტიული კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და პარლამენტი გახდება აუცილებლად მრავალპარტიული. „ნაცმოძრაობაშიც” კი არის რადიკალური ფრთა და ანტიდასავლური ფრთა, ეს არის: სააკაშვილი-გვარამიას ფრთა და იგივე არის ნიკა მელიაც. ისინი პირდაპირ, ღიად უპირისპირდებიან დასავლურ ინსტიტუტებს და მათ წარმომადგენლებს, ანუ იქაც არის გარკვეული ფრთა, რომელიც არის ღიად ანტიდასავლური.

პარლამენტში ველოდებით რამდენიმე პარტიას. ვერ დავაკონკრეტებთ სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ მთავარია ჩვენ ველოდებით ასევე მოლაპარაკებებს ბუნებრივია და გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ელჩებთან. ეს მოლაპარაკებები გაიმართება და ამის საფუძველზე გაირკვევა ვინ შემოდის პარლამენტში და ვინ არ შემოვა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სურვილია რადიკალური პარტიები არ შემოვიდნენ პარლამენტში და ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ რა თქმა უნდა, პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს