ისრაელმა Moderna-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

ისრაელმა ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინის 6 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი, რომლის პირველ პარტიას ქვეყანაში უახლოეს მომავალში შეიტანენ.

ისრაელი მესამე ქვეყანაა მსოფლიოში აშშ-სა და კანადის შემდეგ, რომელმაც Moderna-ს ვაქცინის გამოყენება ოფიციალურად დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა BioNTech-Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებით 27 დეკემბრიდან მიმდინარეობს და ქვეყანაში უკვე 1 370 000 ადამიანია აცრილი. აღსანიშნავია, რომ ყოველ 100 მოქალაქეზე აცრილთა რაოდენობით ისრაელი პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

იხილეთ ვიდეო:ისრაელმა Moderna-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს