ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე საიმპორტო ნებართვა დისტანციური ინსპექტირების საფუძველზე გაიცემა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის შეჩერების ან შეზღუდვების პერიოდში, საზღვარგარეთ არსებული ვეტერინარულ-ინსპექტორულ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებზე საიმპორტო ნებართვა დისტანციური ინსპექტირების საფუძველზე გაიცემა.

სააგენტოს ცნობით, ამას ითვალისწინებს ცვლილებები მთავრობის 426-ე დადგენილებაში, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 11/01/2011,340170000.10.003.016167), რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 6 იანვრიდან შედის.

„დადგენილების ამოქმედებიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში გახანგრძლივდება ნებართვის ვადა იმ საწარმოდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ჩატარებული ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის საფუძველზე ჰქონდა იმპორტის განხორციელების უფლება ერთი წლის ვადით და ეს ვადა ამოიწურა 2020 წლის პირველი მარტიდან ამ დადგენილების ამოქმედებამდე პერიოდში. აღნიშნული ცვლილების მიზანია პანდემიის პირობებშიც განხორციელდეს უწყვეტი კონტროლი, რაც ადგილობრივი ბაზრის და უვნებლობის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს",-აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა