თამარ ტალიაშვილი - ახალგაზრდების თვითრეალიზაცია და პოტენციალის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და საჭიროა ამ საკითხების პრიორიტეტიზაცია

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, გაეროს, ევროკავშირისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლებთან ვიდეო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრისას იმსჯელეს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებებზე ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების ჭრილში და ამ საკითხებზე შემდგომი მუშაობისა და თანამშრომლობის გეგმებზე.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა იმ განსაკუთრებულ საჭიროებებზე, რომლის წინაშეც კოვიდ პანდემიის დროს დადგნენ ახალგაზრდები. შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები გააღრმავა პანდემიამ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ახალგაზრდებისთვის დასაქმების, მეწარმეობის, შრომითი და საერთოდ, ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები შემცირებულია მსოფლიოს მასშტაბით. სახეზეა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მზაობა მხარი დაგვიჭირონ ამ პრობლემებთან დაკავშირებით მუშაობის პროცესში. ახალგაზრდების თვითრეალიზაცია და პოტენციალის განვითარება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და საჭიროა ამ საკითხების პრიორიტეტიზაცია", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2021 წელს თემატური მოკვლევის ჩატარება დაგეგმა, რომლის საბოლოო მიზანი ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება იქნება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია მიიღო, რომელმაც ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები განსაზღვრა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უმთავრესი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი(WFD) კი ხელს უწყობს დემოკრატიულ პროცესებს, უშუალოდ მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა პარლამენტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საჯარო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებებთან, სისტემების გამართულობისა და გამჭირვალობისათვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა