საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 4 იანვრის 09:00 საათის შემდეგ, ტყისა და მინდვრის ხანძრების შესახებ უწყებაში 136 შეტყობინებაა შესული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 4 იანვრის 09:00 საათის შემდეგ, ტყისა და მინდვრის ხანძრების შესახებ 136 შეტყობინებაა შესული.

უწყების ინფორმაციით, მათგან 116 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 17-ზე კი, მიმდინარეობს აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ სასოფლო სამეურნეო სავარგულების გადაწვისგან, რადგან ეს საფრთხეს უქმნის როგორც ტყის მასივებს, ასევე საცხოვრებელ სახლებს.

„ამ დროისთვის ცეცხლის კერებთან იმყოფება 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. სამეგრელოში დაფიქსირდა 96 კერა, მათგან 84 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 9 კერაზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. იმერეთში დაფიქსირდა 26 კერა, მათგან 22 ლიკვიდირებულია, 4 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. აჭარაში დაფიქსირდა 4 კერა, მათგან 2 ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. რაჭაში-ლეჩხუმში დაფიქსირდა 3 კერა, მათგან ერთი ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. გურიაში დაფიქსირდა 7 კერა, მათგან ყველა ლიკვიდირებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. არცერთ შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სამეგრელოში დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც ლიკვიდირებულ მინდორზე ხელახლა გაჩნდა ხანძარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ სასოფლო სამეურნეო სავარგულების გადაწვისგან, რადგან ეს საფრთხეს უქმნის როგორც ტყის მასივებს, ასევე საცხოვრებელ სახლებს. საქართველოს მასშტაბით ხანძრების ქრობის საკოორდინაციო სამუშაოებში პირადად არის ჩართული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მის მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და ადმინისტრირების სამმართველოს უფროს გიორგი გერგაულთან ერთად. ცენტრიდან, ვიდეო ზარების მეშვეობით ხდება ინფორმაციის დამუშავება და კოორდინაცია. სამეგრელოში, სადაც ყველაზე მეტი კერაა, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი მის მოადგილე ლაშა თვაურთან ერთად”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:4 იანვრის 09:00 საათის შემდეგ, ტყისა და მინდვრის ხანძრების შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში 136 შეტყობინებაა შესული

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა