საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით "ევროპის უნივერსიტეტმა" ფეისბუქ-პლატფორმა შექმნა

საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ფეისბუქ-პლატფორმა შეიქმნა, სადაც განთავსდება ვიდეორგოლები, რომელიც კონსტიტუციის პოპულარიზაციას ეხება.

"ევროპის უნივერსიტეტმა" და ქუთაისის უნივერსიტეტმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩაწერეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც კონსტიტუციის ჭრილში თავიანთ პროფესიას წარმოადგენენ.

"ევროპის უნივერსიტეტი" 2021 წელს კონსტიტუციის წლად აცხადებს და წარმოგიდგენთ პროექტს "საქართველოს კონსტიტუცია 100 წლისაა“, სადაც შეხვდებით ადამიანებს, ვისი ცხოვრების მთავარი ან გარდამტეხი მოვლენები, შემოქმედებითი თუ პოლიტიკური თავისუფლება, დემოკრატიული ღირებულებები და არჩევანი კონსტიტუციამ განსაზღვრა. პირველი კონსტიტუციის მიღებამდე სამი წლით ადრე, დამოუკიდებლობის აქტით, საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებლად, საქართველო კი სრულუფლებიან, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. 1921 წლის კონსტიტუციით, საქართველოს მიზანი მსოფლიო თანამეგობრობაში დემოკრატიული იმიჯის სახელმწიფოდ შესვლა იყო. ამ ტექსტით დაიწყო ადამიანის, როგორც ძირითადი სოციალური ღირებულების გაცნობიერება, დაიბადა ტერმინები „მოქალაქეობა“, „მოქალაქის უფლებები“, „ადგილობრივი თვითმმართველობა“. პირველი ქართული კონსტიტუციის შინაარსი მთლიანად ეყრდნობოდა ძირითად ევროპულ ღირებულებებს: თავისუფლებას, დემოკრატიას და სამართლებრივ სახელმწიფოს! საერთაშორისო შეფასებით, ის იყო „ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ევროპის კონტინენტზე“ (ჰანს -დიტრიჰ გენშერი)", - აცხადებენ უნივერსიტეტში.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით