პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ახალ წელს ქართველებმა „ძალიან არ ავუშვით“, შემთხვევების დრამატული მატება არ უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მას ეშინია 10 იანვრიდან 20 იანვრამდე პერიოდის, რადგან ეს პერიოდი იქნება „იმის გამოძახილი, თუ როგორ შევეგებეთ ახალ წელს“. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობამ დაიცვა ახალ წელს რეკომენდაციები, ინფიცირების მაჩვენებელი დაბალი იქნება.

„არავინ არ წავა ექიმთან პირველ და ორ რიცხვში, თუ ძალიან არ გაუჭირდა. დღევანდელი 2000-ზე მეტი შემთხვევა, რა თქმა უნდა, არის 1-2-3 იანვარს დაგროვებული ადამიანები, ვინც არ მივიდნენ იმ დღეებში სამედიცინო დაწესებულებებში. დაველოდოთ უახლოეს დღეებს. სამწუხაროდ, 1000-ის ფარგლებში იქნება ავადობა, მაგრამ უფრო მეშინია 10-20 -მდე რიცხვის, იმიტომ რომ ეს იქნება გამოძახილი იმისა, თუ როგორ შევეგებეთ ახალ წელს. თუ ახალ წელს ყველა ვიცავდით წესებს და ვიწრო, ოჯახურ წრეში შევხვდით, მაშინ, რა თქმა უნდა, ნაკლები იქნება ახალი შემთხვევების რიცხვი, 1000-ის ფარგლებში უნდა იყოს. თუ არა, მაშინ სამწუხაროდ, მოიმატებს. თუ ისე არ გავატარეთ ახალი წელი ქართველებმა, რომ ძალიან ავუშვით, იმედი მაქვს, რომ დრამატული მატება არ უნდა იყოს“,- აცხადებს იმნაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა