გიორგი გახარია - ვცდილობთ, მივაღწიოთ დეოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით - საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად ემზადება

ვცდილობთ, მივაღწიოთ დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით, ამავდროულად, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადის შესატანად ემზადება.

„ახალი პარლამენტის მიერ მიღებულმა პირველივე კანონმდებლობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები. ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით, ამავდროულად, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას. საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად ემზადება“,- წერს გიორგი გახარია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა