გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 60 916 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია

გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 830 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაერთიანებულ სამეფოში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 774 479 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

ქვეყანაში გასული წლის დეკემბერში კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი შტამი აღმოაჩინეს.

ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით ინგლისსა და შოტლანდიაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს შინიდან გასვლის უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აქვთ.

იხილეთ ვიდეო: გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 60 916 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო