საშობაო მსახურებას პატრიარქი აღავლენს

6 იანვარს, 23:00 საათზე, საშობაო მსახურება დაიწყება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

ამასთან, საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო" სახეცვლილად ჩატარდება. კერძოდ კი, არ მოეწყობა მსვლელობა, თუმცა, სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

„საშობაო მსახურება დაიწყება ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: საშობაო მსახურებას პატრიარქი აღავლენს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა