აშშ-ის სადაზვერვო უწყებები - დეკემბერში გამოვლენილი „სერიოზული კიბერთავდასხმის“ უკან რუსეთი დგას

აშშ-ის სადაზვერვო უწყებების განცხადებით, მათ მიაჩნიათ, რომ დეკემბერში გამოვლენილი „სერიოზული კიბერთავდასხმის“ უკან რუსეთი დგას, - ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, კიბერშეტევის შედეგად, რომლის მიზანი ინფორმაციის შეგროვება იყო და რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, 10-მდე სახელმწიფო სტრუქტურის მონაცემებია გატეხილი, თუმცა დაზარალებულები არასახელმწიფო ორგანიზაციებიც არიან.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინციდენტის ზუსტი მასშტაბების დასადგენად სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, აშშ-ში მასშტაბური კიბერთავდასხმა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ჰაკერებმა პროგრამული კომპანია SolarWinds-ი სამთავრობო და კორპორატიულ ქსელებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. აშშ-ის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ჯაშუშობის ოპერაციაში რუსეთი დაადანაშაულა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ თავდასხმის უკან, შესაძლოა, ჩინეთიც მდგარიყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა