პოლიციამ გასულ წელს პარკ „ციცინათელაში“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებული ძებნილი პირი დააკავა

პოლიციამ გასული წლის ზაფხულში პარკ „ციცინათელაში“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებული ძებნილი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 2020 წლის აგვისტოდან იძებნებოდა.

„დანაშაულები 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ა.ა.-მ 2020 წლის 7 აგვისტოს, პარკი „ციცინათელას“ ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 2 მოქალაქე დაჭრა. ამის შემდეგ, იგი ავტომანქანით დაედევნა დაჭრილი მამაკაცების ახლობლებს და ქობულეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, მათი ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა, ა.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.ა. მომხდარ ფაქტზე იმავე დღეს ამხილეს და ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. ბრალის წარდგენის შემდეგ ა.ა.-ს მიმართ ძებნა გამოცხადდა.

პოლიციამ ძებნილი პირი მიმდინარე წლის 6 იანვარს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „მაკაროვის“ სისტემის 2 პისტოლეტი, "WEİHRAUCH MELLRİCHSTADT"-ის მოდელის რევოლვერი, 3 მჭიდი, 47 ვაზნა და 2 დანა.

ა.ა.-ს მიმართ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა