აშშ-ში კორონავირუსით 3 770 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 3 770 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ამასთან, ქვეყანაში კოვიდ 19-ის 229 055 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის შტატების გუბერნატორები ვაქცინაციის პროგრამის დაჩქარებისა და უფრო მეტი მოქალაქის აცრის მიზნით ზომებს აძლიერებენ. კერძოდ, მიმდინარეობს ეროვნული გვარდიის წევრების მობილიზება და იმ მოხალისეების გადამზადება, რომლებსაც მოქალაქეებისთვის აცრის გაკეთების სურვილი აქვთ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა