მთავრობის ადმინისტრაციაში ვაქცინაციის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელეს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სხდომაზე დეტალურად განიხილეს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ინფიცირებულთა რაოდენობის შედარებით კლება ფიქსირდება, მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა.

ეპიდემიოლოგებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ყველა რეკომენდაციის დაცვის მნიშვნელობას, მათ შორის, სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარებას.

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდვაქცინაციის პროცესსა და ამ თემაზე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებზე. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 233 879 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 223 276 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 666 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 484 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 765 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3 901 პირი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, მონაწილეობა მიიღეს ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ, ინდოეთში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ, თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა და დიდ ბრიტანეთში საქართველო ელჩმა სოფო ქაცარავამ. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია