ჰონგ-კონგში პრო-დემოკრატიული მოძრაობის 50-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

ჰონგ-კონგში ქალაქის მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით 53 ყოფილი პოლიტიკოსი და პრო-დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჰონგ-კონგის უსაფრთხოების მდივნის განცხადებით, დაკავებულების საქმიანობა დივერსიულ ხასიათს ატარებდა.

პეკინი აღნიშნულ ფაქტს სამართლიან ნაბიჯად მიიჩნევს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰუა ჩუნინის განცხადებით, დაკავებები აუცილებელი იყო, რათა გარე ძალებს და ადგილობრივ მოქალაქეებს შორის შეთქმულება ჩაშლილიყო, რაც ჩინეთის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს.

BBC-ი წერს, რომ ეს ჩინეთის მიერ ეროვნული უსაფრთხოების სადავო კანონის მიღების შემდეგ ჰონგ-კონგში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური დაკავებაა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის შეფასებით, დღეს განხორციელებული მასშტაბური დაკავება იმის დემონსტრირებას წარმოადგენს, თუ როგორ იყენებენ ეროვნული უსაფრთხოების კანონს მათ დასასჯელად, „ვინც გაბედავს და დადგენილ წესებს დაუპირისპირდება.“

ჩინეთმა ეროვნული უსაფრთხოების კანონი გასული წლის ივნისში მიიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა