13 ქვეყანა ევროკომისიას მოუწოდებს, შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომას გაუადვილებს

ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკომისიას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მცდელობებს, კოვიდ 19-ის ვაქცინებზე სამართლიან წვდომასთან დაკავშირებით.

„გვჯერა, რომ ჩვენი საზღვრები უსაფრთხო არ იქნება, თუ ჩვენ დახმარებას არ გავუწევთ უშუალო მეზობლებს. ჩვენმა აღმოსავლეთ პარტნიორებმა არაერთხელ გამოხატეს მადლიერება ევროკავშირის მიერ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით გაწეული დახმარებისთვის და მოითხოვეს ვაქცინაზე წვდომის გამარტივება“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა მინისტრების წერილში.

დიპლომატები ევროკავშირს მოუწოდებენ, შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას გაუადვილებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას სწრაფად შეიმუშაოს დახმარების მექანიზმი, რომელიც კომისიის მიერ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაში დანერგილი მექანიზმის მსგავსი იქნება . აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის (2021 წლის 1 ნახევრისთვის დაგეგმილი) კონტექსტში ჩვენ უნდა გავაგზავნოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ ძლიერი და კოორდინირებული შეტყობინება. ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორებისათვის ვაქცინებზე წვდომის გაზიარება / მხარდაჭერა ასეთი გზავნილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება,“- აღნიშნულია ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილში.

წერილს ხელს აწერენ ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთისა და უნგრეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები.

იხილეთ ვიდეო:13 ქვეყანა ევროკომისიას მოუწოდებს, შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომას გაუადვილებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს