ბექა ოდიშარია - ამ ორდენის დევიზია "ღირსება და სამშობლო" - ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება ბიძინა ივანიშვილის განვლილ ცხოვრებისეულ გზას

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.

„ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს პრესტიჟულ ჯილდოს - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულს! დიდი მადლობა ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ქართველი მეცენატის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის ღვაწლის, დაფასებისათვის! ამ ორდენის დევიზია „ღირსება და სამშობლო" - ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება მის განვლილ ცხოვრებისეულ გზას და მოღვაწეობას მრავალი მიმართულებით. მომავალშიც ვუსურვებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ნაყოფიერ საქმიანობას და საერთო გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ, რომლის კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა