ფრიდონ ინჯია „ნაცმოძრაობაზე“ - უნდათ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ და ტვინარეული ახალგაზრდობის ნაწილის იმედი აქვთ

პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიით შესული დეპუტატის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სურთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. ამის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ოცნების“ ყველა შეცდომაზე არიან ჩასაფრებულები.

„ჩემი აზრით,“ქართულ ოცნებას“ რომ არ მოეგონებინა, ეს კოჰაბიტაცია, დღეს ასეთი მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია, არ იქნებოდა. „ნაცები“ და მიხეილ სააკაშვილი ისე ჰყავდათ, როგორც ბუა, აწყობდათ... აწყობთ რომ ისინი ქუჩაში იყვნენ. ადვილად შეუძლიათ დაშალონ ეს პარტიები. იმათ რა უნდათ? უნდათ დაძაბონ სიტუაცია ქვეყანაში, ჩასაფრებულები არიან „ოცნების“ ყველა შეცდომაზე და იმედი აქვთ ტვინარეული ახალგაზრდობის ნაწილისა, რომ მოახდენენ რევოლუციას, მთლად ვერ ამბობენ რევოლუციას, მაგრამ აბა რა არის? იმათ კარგი გამოცდილება აქვთ 2003 წლის“, -აცხადებს ინჯია.

ფრიდონ ინჯიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაც შეაფასა და განაცხადა, რომ გარკვეული შეცდომები იყო, განსაკუთრებით, საკადრო პოლიტიკაში. ამასთან, ფრიდონ ინჯიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი მეცენატია.

კითხვაზე, თუ როგორი ხელისუფლებაა „ქართული ოცნება“ და როგორც აფასებს მათი მმართველობის პერიოდს, დადებითად თუ უარყოფითად, ინჯია პასუხობს: „მე უფრო დადებითად ვაფასებ“.

„ასე ვერ იტყვი კაცი, ცუდი და კარგი. არის 51%, არის 49 %. 51% არის ის, რომ ამ რვა წლის განმავლობაში საქართველოში არ იყო ომი, არ იყო ის, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. ეს სტაბილურობა ქვეყანაში საწინდარია აღმშენებლობის. სტაბილურობა იყო ამ 8 წლის განმავლობაში“,-აცხადებს ინჯია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა