კახა კალაძე - ჩვენ არ ვანსხვავებთ ადამიანებს, არ მაინტერესებს პოლიტიკური შეხედულებები, სრულიად საქართველოს გილოცავთ შობას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც კახა კალაძე აღნიშნავს ქრისტეშობის დღესასწაული სიყვარულის და სიკეთის დღეა.

„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვანსხვავებთ ადამიანებს, არ მაინტერესებს პოლიტიკური შეხედულებები, სრულიად საქართველოს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ მცხოვრებს, ყველას, ყველას გილოცავთ. დიდი სიყვარულით კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინავალე დღეს. პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ, სიხარული, სიყვარული, დღეგრძელობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო