ჯო ბაიდენი - ეს არ არის პროტესტი, ეს ამბოხებაა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმთან მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა. ჯო ბაიდენის განცხადებით, ის შოკირებული და დამწუხრებულია, რომ ქვეყანა ასეთ „ბნელ მომენტამდე“ მივიდა, თუმცა დასძინა, რომ როგორც სხვა ისტორიული მომენტების დროს, ამერიკა ამჯერადაც გაიმარჯვებს.

„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობა უნდა მოხდეს დემოკრატიის, პატივისცემის, კანონის უზენაესობის და უბრალო თავაზიანობის აღდგენის მიმართულებით. ომისა და კონფლიქტების გავლით, ამერიკამ ბევრი გადაიტანა. ჩვენ ამასაც გავუძლებთ და კვლავ გავიმარჯვებთ ახლავე. დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ დემოკრატია მყიფეა და მისი გადარჩენა ხალხის კეთილ ნებას მოითხოვს. დაემუქრო არჩეული პირების უსაფრთხოებას, ეს არ არის პროტესტი. ეს ამბოხებაა. მსოფლიო გვიყურებს. როგორც ბევრი სხვა ამერიკელი, მეც შოკირებული და დამწუხრებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე იყო დემოკრატიის იმედი და შუქურა, ამ ბნელ მომენტამდე მივიდა“, - განაცხადა ბაიდენმა და დონალდ ტრამპს მოუწოდა ხალხს მიმართოს.

ცნობისთვის, ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა