მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები კონგრესის შენობიდან გაიყვანეს, ვაშინგტონში პოლიციამ ორი ხელნაკეთი ბომბი აღმოაჩინა

სენატის დარბაზი დონალდ ტრამპის მომხრეებისგან გაწმენდილია, საპროტესტო აქციის მონაწილეები კონგრესის შენობიდან გაიყვანეს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოს“ კორესპონდენტი კაპიტოლიუმის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

„პოლიციის ოფიცერთა განცხადებით, სენატის დარბაზი ტრამპის მომხრეებისგან გათავისუფლებულია, რომლებმაც კაპიტოლიუმზე შტურმი მიიტანეს“ - წერს ჟურნალისტი.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ შენობაში შეჭრილი ადამიანები კაპიტოლიუმის დასავლეთ და აღმოსავლეთ შესასვლელებიდან გაიყვანეს. ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკელმა სამართალდამცავებმა ვაშინგტონში ორი თვითნაკეთი ბომბი გააუვნებელყვეს. ტელეკომპანიის წყაროების მონაცემებით, ერთი ბომბი კაპიტოლიუმის კომპლექსში იყო მოთავსებული. თუმცა, კონკრეტულად სად, არ სახელდება. მეორე კი, იმ შენობაში, სადაც მდებარეობს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის ოფისები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა