მაიკ პომპეო - კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმი მიუღებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კაპიტოლიუმში დემონსტრანტების შეჭრას „ტვიტერში“ ეხმაურება და მომხდარს „მიუღებელს“ უწოდებს.

„დღეს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმი მიუღებელია. უკანონობა და არეულობის მოწყობა აქ ან მთელ მსოფლიოში ყოველთვის მიუღებელია. მე ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ყოველთვის მხარს ვუჭერ თითოეული ადამიანის უფლებას პროტესტი გამოთქვან მათი შეხედულებებისა და მიზეზების გამო. მაგრამ ძალადობა, სხვების უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენება, მათ შორის მათი, ვისაც ევალება ყველა ჩვენგანისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აუტანელია როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოდით, სწრაფად მივაღწიოთ სამართლიანობას დამნაშავეების მიმართ, რომლებიც ამ არეულობაში მონაწილეობდნენ. ამერიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე ის, რაც დღეს ვნახეთ იმ ადგილას, სადაც მე კონგრესის წევრად ვმსახურობდი და ვხედავდი საუკეთესო დემოკრატიას“, - აცხადებს მაიკ პომპეო.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს