ბარაქ ობამა - ისტორია კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობას სამართლიანად დაიმახსოვრებს, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სირცხვილისა და სახელის გატეხვის მომენტს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა დაგმო და მის წაქეზებაში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.

„ისტორია კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობას, რომელსაც პრეზიდენტი კანონიერი არჩევნების შედეგებზე უსაფუძვლო ტყუილებით აქეზებდა, სამართლიანად დაიმახსოვრებს, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სირცხვილისა და სახელის გატეხვის მომენტს", - აღნიშნა ბარაქ ობამამ.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების მიზნით კანონმდებლები იყვნენ შეკრებილი. სხდომა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს