ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გახანგრძლივდა

ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუზერმა კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მურიელის თქმით, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პირებმა ძალადობრივი ქმედებები, შესაძლოა, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღემდე გააგრძელონ.

მერის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღიდან, 21 იანვრიდან მოიხსნება.

დონალდ ტრამპის მომხრეები ვაშინგტონის კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კანონმდებლები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გახანგრძლივდა

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს