სომხეთში კორონავირუსის 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფექციისგან 11 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 161 054 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 2 901 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 147 388-ს შეადგენს.

ქვეყანაში 2021 წლის 11 იანვრამდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს