დონალდ ტრამპი - მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება - ეს ჩვენი ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია

ეს არის პრეზიდენტობის ისტორიაში ყველაზე შესანიშნავი პირველი ვადის დასრულება, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება.

”მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და 20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება”, - აღნიშნა ტრამპმა.

მოქმედი პრეზიდენტის მტკიცებით, ის ამერიკისთვის ბრძოლას განაგრძობს. „ეს წარმოადგენს პრეზიდენტობის ისტორიაში ყველაზე შესანიშნავი პირველი ვადის დასრულებას, თუმცა ეს ჩვენი ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია, რომლის მიზანია : გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

იხილეთ ვიდეო:დონალდ ტრამპი - მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია