აშშ-ში კორონავირუსის 253 145 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 865 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 253 145 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 865 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 21 299 340 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვი კი 361 123-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის 5 306 797 ადამიანია აცრილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა