ტოკიოსა და იაპონიის სამ პრეფექტურაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰი დე სუგამ დედაქალაქ ტოკიოსა და სამ მეზობელ პრეფექტურაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

CNN-ის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა ტოკიოში და საიტამას, ჩიბასა და კანაგავას პრეფექტურებში პარასკევიდან ამოქმედდება და ძალაში 2 თებერვლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ის 5 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ამასთან ქვეყანაში ვირუსს კიდევ 72 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იაპონიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 259 105 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 3 900-ზე მეტი ადამიანი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს