ილჰამ ალიევი - ლაჩინის ან ქალბაჯარის რაიონებში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება

ლაჩინის ან ქალბაჯარის რაიონებში თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული რაიონები მთაგორიანია და აეროპორტის მშენებლობისთვის შესაფერისი ადგილის გამონახვა ჭირს, თუმცა შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„რთულია შესაფერისი ადგილის პოვნა, მაგრამ კვლევა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მომაწვდიან. ასე, რომ ახალი საერთაშორისო აეროპორტი ლაჩინში ან ქალბაჯარში აშენდება,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ 10 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადავიდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა