გიორგი ხელაშვილი - აშშ-ს არც შიდა და არც საგარეო პოლიტიკას რაიმე დიდი დარტყმა არ მიუღია, თუმცა  მომხდარი პოლიტიკური პროცესის ლაქად დარჩება

არადემოკრატიულ რეჟიმებს მსოფლიოში ალბათ, გული მიეცემათ და გარკვეული დროის განმავლობაში იქნება მითითება იმაზე, რომ ამერიკასაც კი შიგნით აქვს პრობლემები, რაც უკავშირდება ძალადობას, პოლიტიკურ გაურკვევლობას და ა. შ. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ- ში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

ხელაშვილის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების არც შიდა და არც საგარეო პოლიტიკას ამ მხრივ რაიმე დიდი დარტყმა არ მიუღია, თუმცა მომხდარი პოლიტიკური პროცესის ლაქად დარჩება.

„აშშ -ში რაც გუშინ მოხდა, შეიძლება შეფასდეს როგორც თავდასხმა არა მარტო ამერიკის კონგრესზე, არამედ ამერიკის დემოკრატიაზე. საბედნიეროდ, ამერიკის ინსტიტუტები, დემოკრატია, სახელმწიფო, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ეს თავდასხმა მოეგერიებინა. ვეღარ განხორციელდა ის, რაც სავარაუდოდ, ჩაფიქრებული იყო და სულ რაღაც ორიოდე საათის წინ აშშ-ის კონგრესმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, ანუ დაამტკიცა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი იქნება ჯო ბაიდენი. შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატების არც შიდა და არც საგარეო პოლიტიკას ამ მხრივ რაიმე დიდი დარტყმა არ მიუღია. რაც შეეხება რეპუტაციას, ეს რა თქმა უნდა, ლაქად დარჩება პოლიტიკური პროცესის, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ რაიმე უარყოფით გარდატეხას შეიტანს ამერიკის პოლიტიკაში. საქმე იმაშია, რომ ჯო ბაიდენს მაინც ესაჭიროებოდა შეეკრა ერთად ამერიკელი ერი, ეს რა თქმა უნდა, უფრო გააძნელებს ამ ამოცანას, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ის მოახერხებს ამ ამოცანის შესრულებას,"- განაცხადა ხელაშვილმა.

რაც შეეხება საქართველო- ამერიკის ურთიერთობას, როგორც ხელაშვილი აღნიშნავს, ეს ზოგადად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომელიც გაცილებით უფრო მონოლითური იქნება.

„საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზირით გაცილებით მნიშვნელოვანია, რაც მოხდა მანამდე. ორი მოვლენა იყო: ერთი, რაც ყველამ ვნახეთ - ეს სენსაციური კადრები, მაგრამ მეორე - პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჯორჯიის შტატმა ორი დემოკრატი სენატორი აირჩია, რაც ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ხელში არის შეუზღუდავი ძალაუფლება, მარტო ინსტიტუტებით შეზღუდული ამ შემთხვევაში ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, სენატი, წარმომადგენელთა პალატა. შესაბამისად, მისი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის განხორციელებას წინააღმდეგობა გაცილებით ნაკლებად შეხვდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო იმ შემთხვევაში, თუ სენატი დარჩებოდა რესპუბლიკელების ხელში. შესაბამისად, ამერიკის საგარეო პოლიტიკა უფრო მობილიზებული, შეკავშირებული და მონოლითური იქნება. ამას შეიძლება მივესალმოთ, რადგან საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკა ლაპარაკობდეს ერთ ხმაში და ვიცით ,რომ ბაიდენი არის ძალიან პროევროპული, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძალიან დიდი მხარდამჭერი, შესაბამისად, რაც გუშინდელი მოვლენების პირველი ნაწილი იყო - დემოკრატების არჩევა, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია საქართველოსთვის, რადგან ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა იქნება ძალიან შეკავშირებული.

არ მგონია ამან (არეულობა) რაიმე გავლენა იქონიოს, საქართველოზე ნაკლებად ექნება გავლენა, ერთადერთი რაზეც შეიძლება ვიფიქროთ არის ის, რომ არადემოკრატიული რეჟიმები მსოფლიოში ალბათ,უფრო გულს მოიცემენ და გარკვეული დროის განმავლობაში იქნება მითითება იმაზე, რომ აი ამერიკასაც კი შიგნით აქვს პრობლემები რაც უკავშირდება ძალადობას, პოლიტიკურ გაურკვევლობას და ა. შ. მაგრამ ბუნებრივია, ამის სერიოზულად აღქმა არასწორია,"- განაცხადა ხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო