გიორგი ხელაშვილი - შაჰინმა ტრამპი დაადანაშაულა და ფაქტობრივად სააკაშვილს შეადარა, რაც არ მგონია, რომ მაინც და მაინც დადებითი შედარება იყოს პრეზიდენტ ტრამპისთვის

შაჰინმა ტრამპს მიანიშნა, რომ სააკაშვილიც კი, რომელიც არადემოკრატიული ლიდერი იყო, არჩევნების წაგების შემდეგ მშვიდობიანად წავიდა ხელისუფლებიდან, ფაქტობრივად სააკაშვილს შეადარა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, შაჰინს სააკაშვილის მაგალითი პოზიტიურ კონტექსტში არ მოუყვანია.

"ჯინ შაჰინმა მოიყვანა პოლიტიკური არგუმენტი საკუთარი ქვეყნის შიგნით, მან ტრამპს მიანიშნა, რომ სააკაშვილიც კი, რომელიც იყო არადემოკრატიული ლიდერი, არჩევნების წაგების შემდეგ მშვიდობიანად წავიდა ხელისუფლებიდან, ეს არ მგონია ყოფილიყო მაგალითი, მან მოიყვანა ისტორიული მაგალითი. ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლება -ეს იყო ძირითადი მესიჯი, რომელიც შაჰინმა გააჟღერა ტრიბუნიდან. სენატორი შაჰინი არის დემოკრატი, შესაბამისად ის უპირისპირდება პრეზიდენტ ტრამპს და მან გამოიყენა სწორედ ეს არგუმენტი რესპუბლიკელი ტრამპის წინააღმდეგ, დაადანაშაულა ის და ფაქტობრივად სააკაშვილს შეადარა, რაც არ მგონია, რომ მაინც და მაინც დადებითი შედარება იყოს პრეზიდენტ ტრამპისთვის,"- განაცხადა ხელაშვილმა.

ცნობისათვის, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და 2012 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, არსებობდა შიში, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას არ დათმობდა. შაჰინმა არჩევნების მეორე დღეს მასთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა მას და სენაროტ ჯიმ რიშს მოუსმინა და თანამდებობა მშვიდობიანად დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო