19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ  არ ცნობს - ეს იყო შემთხვევითობა, არანაირი განზრახვა ძმის მკვლელობის არ ჰქონია

თბილისში, 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წადგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, წარდგენილი ბრალდება მძიმეა, თავად ბრალდებული კი დუმილის უფლებას იყენებს.

„მას წარედგინა ბრალი 109-ე მუხლით, ეს არის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის. საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობს თავს დამნაშავედ. დუმილის უფლებას იყენებს. ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს“,- აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ძმასთან კონფლიქტი, ადვოკატი აცხადებს, რომ ძმებს სერიოზული კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. რაც შეეხება მომხდარ შემთხვევას, ადვოკატის თქმით, ბრალდებულს ძმის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონდა.

„ზოგადად ძმებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ამას მეზობლებიც ადასტურებენ, ახლობლებიც და მეგობრებიც, ყველა. სერიოზული კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ ძმებს. ეს იყო შემთხვევითობა, არანარი განზრახვა ძმის მკვლელობის არ ჰქონია“,-აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მიშა ახლოურს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა