ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქს, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტის გაკეთება შესთავაზონ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტის გაკეთება შესთავაზონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, პატრიარქს ჯერჯერობით არცერთი PCR ტესტი არ გაუკეთებია.

„შევთავაზებთ მერე, ვნახოთ საქმეები როგორ წავა, ამას სიტუაციის მიხედვით გავაკეთებთ. ჯერ ამას მნიშვნელობა არ აქვს. კვირის განმავლობაში შევთავაზებთ“, - განაცხადა შარტავამ.

რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, როგორც ცისანა შარტავა ამბობს, მას ჯერჯერობით covid-19 არ დადასტურებია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც რაიმე სიმპტომი აღენიშნება. მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილი მეუფე ანტონის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

„შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ თვითიზოლაციაშია. მისი ტესტის პასუხი დღეს ან ხვალ უნდა იყოს. ის მეუფე ანტონის კონტაქტია. თეთრუაშვილთან ერთად კიდევ იმყოფებოდა სხვა პირიც, რომელმაც ტესტი მანამდე გაიკეთა, ვიდრე შორენა თეთრუაშვილი გაიკეთებდა და პასუხი უარყოფითი მოუვიდა. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი შორენა თეთრუაშვილს არ აღენიშნება. თვითიზოლაციაში კონტაქტის გამო გადავიდა.

შორენა თეთრუაშვილს მეუფე ანტონთან კონტაქტის შემდეგ, პატრიარქთან ჰქონდა კონტაქტი, თუმცა, ეპიდდაცვით. 3-ში დაუდგინდა მეუფე ანტონს, 4 იანვრიდან კი, შორენა გადავიდა თვითიზოლაციაში. შეხვედრა პატრიარქთან შორენა თეთრუაშვილს ჰქონდა 2 იანვარს, თუმცა, მაშინ გადამდებიც არ იქნებოდა, რომც დაინფიცირებულიყო. ამის მიუხედავად, ყველანი ფრთხილად ვართ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ცისანა შარტავამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, კორონავირუსი დაახლოებით, 20-მდე სასულიერო პირს აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო