პატრიარქის ექიმი - შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსის ტესტის პასუხი საეჭვო დადებითია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსის ტესტის პასუხი საეჭვო დადებითია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ტესტის სრული პასუხი დღეს, 14:30 საათზე გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თეთრუაშვილს სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც მას ტესტი ჩაუტარდა. მათივე განმარტებით, თეთრუაშვილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

„მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც 8 იანვარს იქნება ცნობილი“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა