ავჭალაში, ავტომანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს წარუდგინეს

ავჭალაში, ავტომანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს - ვასილ ჯანჯღავას წარუდგინეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოკლულის ოჯახის ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა განუცხადა.

როგორც წულეისკირი განმარტავს, ჯანჯღავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. ადვოკატის თქმითვე, ჯანჯღავას ბრალი გასულ თვეს, სისხლის სამართლის კოდექსის, 236-ე და 108-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის ირგვლივ ყველა დეტალი, ასევე ბრალდებულის ვინაობა მკვლელობიდან რამდენიმე დღეშივე იყო ცნობილი, თუმცა, წულეისკირის განმარტებითვე, ერთადერთი, რაც ამ საქმეში არავინ იცის, მკვლელობის მოტივია.

ცნობისთვის, ავჭალაში, ვალერიან ნემსიწვერიძე ავტომანქანაში ჩაცხრილული დაახლოებით, ორი თვის წინ იპოვეს. გამოძიება ორი მუხლით - 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, ასევე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში ერთ-ერთ გახმაურებულ საქეში ფიგურირებდა. მას 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატის კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდნენ, რომელიც საქმის ფიგურანტ დავით მინდაძეს უნდა შეესრულებინა. მოგვიანებით დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში უჩივლეს. ისინი არადამიანურ მოპყრობასა და წამებას ასაჩივრებდნენ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი საჩივარი დააკმაყოფილა. ვალერიან ნემსიწვერიძე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო