ლია მუხაშავრია - სულ მალე დავინახავთ, რომ „ქართული ოცნების“ უკონტროლობა გაქრება და მათი ტონი და ქმედებაც შეიცვლება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, ალბათ ახალი წლის პირველ დღეებში ხელისუფლების მხრიდან ზეაქტიურობას ბევრი არ ელოდა. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მაქვს პანდემიის წინააღმდეგ დაკავშირებული საკითხები.

არავინ დაობს, რომ ამინისტია კარგი და კეთილშობილური ჟესტია, მაგრამ ამინისტიის პროექტი, რომელიც ხელისუფლებამ უკვე ორი მოსმენით მიიღო, ოპოზიციურმა სპექტრმა საკმაოდ ბევრი საგულისხმო კითხვა დასვა.

თუ ვის შეეხება ამინისტია, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ისაუბრეს, მაგრამ, ვინაიდან ამინისტიაზე პასუხგაუცემელი კითხვები მაინც არსებობს, თქვენთან, ჩვენში, როგორც ამ სფეროში დიდი გამოცდილების უფლებადამცველთან დაკავშირება გადავწყვიტეთ.

მოდით ამ თემაზე ზოგადი საუბარით დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ამინისტიას, რომელსაც 30-ზე მეტი მუხლი დაემატა, რომელიც პირველ რედაქციაში არ იყო?

- გეთანხმებით, რომ ამინისტია ყოველთვის არის კეთილშობილური და ჰუმანური აქტი, მაგრამ მართლაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა წარმოშვა „ქართული ოცნების“ ამ ამინისტიამ.

როგორც წესი, ამინისტია გამოდის არჩევნებიდან უახლოეს დღეებში თუ არა კვირებში მაინც, ან უკავშირდება რაიმე დიდ დღესასწაულს. ვინაიდან ოპოზიციის ბიოკოტის გამო, 31 ოქტომბრის მერე ხელისუფლებას ნაკლებად ეცალა ამინისტიისათვის, სავარაუდოდ ამან გამოიწვია მისი დაგვიანება.

მაგრამ, სრულიად გაუგებარია, რატომ არ მოესწრო ამინისტიის მიღება ახალი წლის დღესასწაულისთვის, რადგან უამრავი ადამიანი, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ახალ წელს ოჯახში შეხვდებოდა და უფრო მეტი მადლიერი მოქალაქე ეყოლებოდა ხელისუფლებას.

სრულიად გაუგებარია, რატომ არ მოესწრო ამინისტიის მიღება ახალი წლის დღესასწაულისთვის, რადგან უამრავი ადამიანი, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ახალ წელს ოჯახში შეხვდებოდა და უფრო მეტი მადლიერი მოქალაქე ეყოლებოდა ხელისუფლებას

- ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის მიერვე ინიცირებული ამინისტია არ შეხებოდა იმათ, ვისაც 8 მარტის შეთანხმება უნდა შეხებოდა.

თუმცა, გიორგი რურუას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა იყოს იმის წინაპირობა, რომ რურუა არა ოპოზიციის მოთხოვნით, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით იქნას გათავისუფლებული. მეტიც, იგი შესაძლოა პრეცედენტულიც კი აღმოჩნდეს.

იმისთვის რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული ამინისტია კიდევ უფრო სრულყოფილი აღმოჩნდეს, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, მასში კიდევ რა ცვლილებებს შეიტანდით?

- გიორგი რურუა მართლაც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდეს პატიმრობიდან და ამით ხელისუფლებამ თავი დაიძვრინოს მისი, როგორც პოლიტპატიმრის გათავისუფლებისაგან.

გარწმუნებთ ასეც მოხდება, თუკი ხელისუფლება ინებებს და გაითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებას.

გიორგი რურუა მართლაც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდეს პატიმრობიდან და ამით ხელისუფლებამ თავი დაიძვრინოს მისი, როგორც პოლიტპატიმრის გათავისუფლებისაგან

ჩემი ვარაუდით, ამით ხელისუფლება შეიქმნის ძალიან კარგ არგუმენტს, რომ გიორგი რურუა გაათავისუფლა სამართლის უზენაესობის პრინციპის ზედმიწევნით დაცვით და არა იმიტომ, რომ ის პოლიტპატიმარია.

სრულიად შესაძლებელია, ხელისუფლებამ ასევე მოხერხებულად დაიძვრინოს თავი სხვა პოლიტპატიმრების მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზეც, თუკი მათი ქმედება პროკურატურაში გადაკვალიფიცირდება იმ მუხლზე, რომელიც ამინისტირებული იქნება.

სრულიად შესაძლებელია, ხელისუფლებამ ასევე მოხერხებულად დაიძვრინოს თავი სხვა პოლიტპატიმრების მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზეც, თუკი მათი ქმედება პროკურატურაში გადაკვალიფიცირდება იმ მუხლზე, რომელიც ამინისტირებული იქნება

ამით, ეს ორი ადამიანი გათავისუფლდება პატიმრობიდან, ხოლო ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ექნება ძალიან კარგი დასაბუთება, რომ ეს ორი ადამიანი გაათავისუფლა კანონის უზენაესობის დაცვით, რადგან მათი ბრალდებით გათვალისწინებული მუხლები ამინისტირებული აღმოჩნდა.

- მიუხედავად იმისა, რომ ამინისტიის შესახებ კანონპროექტის მისაღებად მესამე მოსმენაა საჭირო, მესამე მოსმენაზე კი უმნიშვნელო, ძირითადად რედაქციული ხასიათის ცვლილებები შეაქვთ, თქვენ ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ მესამე მოსმენისას ხელისუფლება ამინისტიის შესახებ კანონში მოულოდნელ და მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს?

- უნდა გითხრათ, რომ ხელისუფლებას არა ერთხელ უსარგებლია და მესამე მოსმენისას კანონში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები „გაუპარებია“, ასე, რომ ერთპარტიულ პარლამენტში სულ არ გამიკვირდება.

თუკი ამინისტიის კანონში მესამე მოსმენისას რედაქციული და უმნიშვნელო კი არა უმნიშვნელოვანესი და შესაძლოა კარდინალური ცვლილებებიც კი შევიდეს, გარწმუნებთ, ამაზე არავინ იდავებს, თუკი მეტი პატიმარი, მით უფრო პოლიტპატიმარი გათავისუფლდება.

თუკი ამინისტიის კანონში მესამე მოსმენისას რედაქციული და უმნიშვნელო კი არა უმნიშვნელოვანესი და შესაძლოა კარდინალური ცვლილებებიც კი შევიდეს, გარწმუნებთ, ამაზე არავინ იდავებს, თუკი მეტი პატიმარი, მით უფრო პოლიტპატიმარი გათავისუფლდება

- საშინაო პოლიტიკის ერთერთი განხილვადი თემა გახლავთ „პატრიოტთა ალიანის“ საარჩევნო სიიდან 4 წევრის გადეპუტატება და პარლამენტში შესვლა. ამ თემაზე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა - „ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში“.

მეტიც, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრძანა - „მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ „რუსული შემადგენელი“ არ შემოვიდა პარლამენტშიო“. მოდით, ამ თემაზე საუბარიც ზოგადი შეფასებით დავიწყოთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს, ანუ იმას, რომ თურმე „ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“ და იმასაც სავარუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ხელისუფლების წარმომადგენელთა ამგვარი შეფასებები?

- ხელისუფლების ბაქიბუქი, რომ მათ არაფერი დააკლდებათ, თუკი ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ამ ოთხი დეპუტატის პარლამენტში შესვლით კიდევ ერთხელ გაბათილდა.

მით უფრო, რომ ეს ოთხი დეპუტატი არც ფაქტობრივად და არც იურიდიულად ოპოზიციის წარმომადგენელი არ არის, ანუ მათ დატოვეს თუ დაატოვებინეს ის პარტიები, საიდანაც გავიდნენ არჩევნებში და ახლა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას გვპირდებიან.

შეიძლება ვივარაუდოთ და წარმოვიდგინოთ, რამდენი დრო და რესურსი დახარჯა ხელისუფლებამ მათ დათანხმებაზე და მაინც ოპოზიცია ისევ არ არის პარლამენტში. პარლამენტში შესულ ოთხ დეპუტატს კიდევ ოთხიც რომ დაემატოს, მაინც არ შეიცვლება ის საერთო სურათი, რომ ოპოზიციის ბოიკოტი ძალაშია და პარლამენტი ერთპარტიულია.

პარლამენტში შესულ ოთხ დეპუტატს კიდევ ოთხიც რომ დაემატოს, მაინც არ შეიცვლება ის საერთო სურათი, რომ ოპოზიციის ბოიკოტი ძალაშია და პარლამენტი ერთპარტიულია

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულები პარლამენტში საკუთარი ბიზნესების დასაცავად და კიდევ უფრო გასამდიდრებლად შევიდნენ.

ის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ შედის, ამაში კარგი არაფერია, თითქოს მისასალმებელიც კი უნდა იყოს პარლამენტში ვინმეს შესვლა, მაგრამ მომხდარში აშკარად ბევრი რამაა გასაკვირი. კერძოდ, ის რომ ქართული პოლიტიკაში აღარ არიან პოლიტიკოსები და ისინი ბიზნესმენებმა ჩაანაცვლეს.

ძნელი წარმოსადგენია მმართველ გუნდს არ ესმოდეს, რომ „პატრიოტთა ალიანსიდან“ 4 დეპუტატის შეყვანა, მათ კიდევაც რომ კიდევ 2-3 დეპუტატი დაემატოს, ამით პარლამნეტში ბევრი არც არაფერი შეიცვლება.

თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მმართველი გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოპოზიციიდან ვინმეს პარლამენტში აღმოჩენას?

- ხელისუფლებას კარგად ესმის ან, ჩემი ვარაუდით, უკვე გააგებინეს, რომ ერთპარტიული საპარლამენტო რესპუბლიკა ვერ გახდება ვერც 2024 წელს და ვერც უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

ამიტომ, ხელისუფლება ერთის მხრივ, აგრძელებს ბაქიბუქს, რომ არ სჭირდება ოპოზიცია პარლამენტში და მეორეს მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ ეგება ვინმე ან გადაიბიროს, ან მიიტყუოს ოპოზიციიდან და შეიყვანოს პარლამენტში.

ხელისუფლება ერთის მხრივ, აგრძელებს ბაქიბუქს, რომ არ სჭირდება ოპოზიცია პარლამენტში და მეორეს მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ ეგება ვინმე ან გადაიბიროს, ან მიიტყუოს ოპოზიციიდან და შეიყვანოს პარლამენტში

ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ოპოზიციის ბოიკოტი ცუდია და მისასალმებელია, თუკი ოპოზიცია პარლამენტში შევა. გარწმუნებთ, ერთპარტიული პარლამენტის პატრონი სახელმწიფო თავისი ხელისუფლებით, ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი ხვალვე რომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ ეღირსება არა თუ ხელისუფლებაში ყოფნის ამ ვადაში, არამედ არც ერთ შემდგომ ვადაში.

ამიტომ, „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასთან ჭიდაობა, ხელების და არა მარტო ხელების გადაგრეხა, მოსყიდვა, მოტყუება და სხვა უზნეო და დაუშვებელი მეთოდების გამოყენება გაგრძელდება მანამ, ვიდრე საკუთარი პრობლემების მორევიდან გამოაღწევენ საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები და სათანადო ქმედითი ზომების მიღებას დაიწყებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასთან ჭიდაობა, ხელების და არა მარტო ხელების გადაგრეხა, მოსყიდვა, მოტყუება და სხვა უზნეო და დაუშვებელი მეთოდების გამოყენება გაგრძელდება მანამ, ვიდრე საკუთარი პრობლემების მორევიდან გამოაღწევენ საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები და სათანადო ქმედითი ზომების მიღებას დაიწყებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ

ახლა ყველას საკუთარი ქვეყანა და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა გასჭირვებია, გლობალური პანდემია და გლობალური ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს მსოფლიოში და საქართველოსთვის არავის ეცალა.

სულ მალე დავინახავთ, რომ „ქართული ოცნების“ უკონტროლობა გაქრება და მათი ტონი და ქმედებაც შეიცვლება.

- ამ ისტორიაში ბევრი რამ მართლაც უცნაურად ჩანს. „პატრიოტთა ალიანსიდან“ გადეპუტატებულმა პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ისინი „ევროპული სოციალისტების“ პარტიას შექმნიან.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობას სოციალ-დემოკრატები, ან მათთან იდეოლოგიურად ახლოს მდგომი პარტიები მართავენ. ევროპის პოლიტიკურ რუკაზე სოციალისტებიც მრავლად არიან და მათ მემარცხენეებს უწოდებენ.

უცნაური კი ისაა, რომ პირველი თაობის ქართველ კაპიტალისტებს გაუჩნდათ სოციალისტური პარტიის შექმნის იდეა. კაცმა რომ თქვას, ამაშიც ცუდი არაფერია, რადგან ფრანგი უტოპისტ-სოციალისტების პირველი თაობის წარმომადგენლები სწორედაც რომ მდიდართა წრეებიდან იყვნენ. სოციალისტური იდეების გარდა, მათ თანასწორობის იდეებიც ამოძრავებდათ.

ბევრი ვეცადე გადეპუტატებულ ქართველ ბიზნესმენ-პოლიტიკოსებში ფრანგი უტოპისტ-სოციალისტების სახეები დამენახა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. არადა, აქამდე მეგონა საკმაოდ კარგი წარმოსახვის უნარები მქონდა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „პატრიოთა ალიანსიდან“ წამოსულმა მდიდრებმა ქართულ რეალობაში წარმატებული მემარცხენე, „ევროპული სოციალისტების“ პარტია შექმნან?

- ევროპული სოციალისტების პარტიის დაფუძნების იდეა რომ სრულიად შეუსაბამო ადამიანების თავში გაჩნდა ამისი ახსნა, ჩემი აზრით, არანაირი ლოგიკური მსჯელობით არაა შესაძლებელი.

ევროპული სოციალისტების პარტიის დაფუძნების იდეა რომ სრულიად შეუსაბამო ადამიანების თავში გაჩნდა ამისი ახსნა, ჩემი აზრით, არანაირი ლოგიკური მსჯელობით არაა შესაძლებელი

მე უფრო ის მგონია, რომ ასეთი სახელწოდების პარტია ჯერ-ჯერობით არ არის დარეგისტრირებული საქართველოში, თორემ იდეოლოგია თუ პოლიტიკური პლატფორმა არაფერ შუაშია, მთავარია მოიძებნოს ევროპულთან დაკავშირებული სახელი, თუნდაც სოციალისტური. მთლიანობაში, ეს ყველაფერი მართლაც სატირალია და ვფიქრობ, ძალიან კარგად გამოხატავს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველისა და მასზე მოთამაშე პოლიტიკოსთა ვნებებს, ფიქრებს და ქმედებას.

მდიდარ ადამიანებს პოლიტიკური სარჩული სჭირდებათ საკუთარი ქონების, ბიზნესისა და მომავლის უზრუნველსაყოფად და რა მნიშვნელობა აქვს რა ფერის იქნება ეს სარჩული, მთავარია ის კარგად მოერგოს მათ ტანზე შეკერილ სამოსს.

ამ ადამიანებს პარლამენტის წევრობა სჭირდებათ კონტაქტების, იმუნიტეტის და სხვა პრივილეგიებისთვის და არა იმიტომ, რომ დღემუდამ საკუთარი ქვეყნის ბედ-იღბალზე დარდობენ.

ამ ადამიანებს პარლამენტის წევრობა სჭირდებათ კონტაქტების, იმუნიტეტის და სხვა პრივილეგიებისთვის და არა იმიტომ, რომ დღემუდამ საკუთარი ქვეყნის ბედ-იღბალზე დარდობენ

აბა გააუქმოს პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი და გაქრეს ქვეყანაში კორუფცია, ნახავთ საძებნი იქნება პარლამენტარობის მსურველი.

- რადგან 2021 წელი ახალი დაწყებულია, თუ საშინაო პოლიტიკაში პერსპექტივებზე საუბარით გავაგრძელებთ, ალბათ გასაკვირი არ იქნება. მითუმეტეს რომ ყოველი ახალი წლის დადგომა ახალ იმედებს უკავშირდება.

ფაქტია, რომ პანდემიამ მთელი მსოფლიოს ყოფა დაამძიმა და ამ თვლასაზრისით არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებას?

- მართლაც უმძიმეს ვითარებაში შევხვდით ახალ 2021 წელს და რაც ყველაზე ცუდია, ყველას კიდევ უფრო ცუდის მოლოდინი აქვს. რადგან მთელ მსოფლიოშია კრიზისი და კაცობრიობა გამწარებული ცდილობს გამოსავლის პოვნას.

შეიძლება ითქვას, რომ დედამიწა გაჩერდა ცუდ მოლოდინსა და დაბნეულობაში, რადგან, მგონი, არავინ იცის რა იქნება მომავალში. რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი, კაცობირიობისათვის მანამდე სრულიად უცნობი და რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი, ამიტომაა ყველა დაბნეული და გაურკვევლობით ავსილი.

გურიაში ახალი საახალწლო გლობალური სადღეგრძელო გაჩნდა პრაგმატული ინტონაციით შეზავებული. გურულებმა სრულიად მსოფლიოს უსურვეს სიკეთე და წარმატება, რადგან მსოფლიოს წარმატების გარეშე ჩვენ არაფერი გვეშველება. ანუ მსოფლიო თუ გამოვიდა კრიზისიდან, შეიძლება ჩვენც გვეშველოს თორემ ისე არაფერი გვეშველებაო.

გურიაში ახალი საახალწლო გლობალური სადღეგრძელო გაჩნდა პრაგმატული ინტონაციით შეზავებული. გურულებმა სრულიად მსოფლიოს უსურვეს სიკეთე და წარმატება, რადგან მსოფლიოს წარმატების გარეშე ჩვენ არაფერი გვეშველება. ანუ მსოფლიო თუ გამოვიდა კრიზისიდან, შეიძლება ჩვენც გვეშველოს თორემ ისე არაფერი გვეშველებაო

ვფიქრობ, ამ სადღეგრძელოში აისახა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების სურათი, ასევე ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებაც ქვეყნის შიდა და გლობალური პოლიტიკის მიმართაც.

- ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისათვის ხელისუფლებამ 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მესმის, რომ ეკონომიკური და სოციალური საკითხები თქვენი საკითხები არაა, მაგრამ როგორც, თუნდაც რიგით მოქალაქეს რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ ხელისუფლება შეძლებს ამ ურთულეს ვითარებაში ქვეყნისა და მოსახლეობის რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით სამშვიდობოს გაყვანას?

- ზემოთ სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, რომ ყველას უარესის მოლოდინი სწორედ იმიტომ აქვს, რომ ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად ეიმედება, როგორც კრიზისის დამძლევი და ნაკლები დანაკარგებით სამშვიდობოს გამყვანი, უფრო პირიქით. სიტუაცია შეიძლება განსაკუთრებით იმის გამო დამძიმდეს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველაზე არასწორი და შეუფერებელი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არსებობს.

მგონი, მთელ ქვეყანას პირი აქვს შეკრული და საყოველთაო შეთანხმებაა საქართველოში, რომ ეს ხელისუფლება სიკეთეს არ მოგვიტანს. მჯერა, რომ თავად ხელისუფლების სათავეში მყოფ პირებს ასეთ მოსაზრებებს არავინ უზიარებს და ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მინდა ხმა მივაწვდინო მათ, ვისაც ეს ეხება.

ბატონებო, ქვეყანაში არავის აქვს ხელისუფლების იმედი. ადამიანებმა ისწავლეს, რომ მხოლოდ საკუთარი ხელების და შრომის იმედი შეიძლება იქონიონ. განსაკუთრებით აქტუალურია ახლა ამ საზოგადოებრივი აზრის ხელისუფლებამდე მიტანა, რადგან ის ინფორმაციული ვაკუუმი, მე ვიტყოდი, ინფორმაციული უფსკრული, რაც ხელისუფლებას, პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის არსებობს, უკვე დამანგრეველ მასშტაბებს იძენს და საფრხის შემცველია ყველასათვის.

ბატონებო, ქვეყანაში არავის აქვს ხელისუფლების იმედი. ადამიანებმა ისწავლეს, რომ მხოლოდ საკუთარი ხელების და შრომის იმედი შეიძლება იქონიონ. განსაკუთრებით აქტუალურია ახლა ამ საზოგადოებრივი აზრის ხელისუფლებამდე მიტანა, რადგან ის ინფორმაციული ვაკუუმი, მე ვიტყოდი, ინფორმაციული უფსკრული, რაც ხელისუფლებას, პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის არსებობს, უკვე დამანგრეველ მასშტაბებს იძენს და საფრხის შემცველია ყველასათვის

დამანგრეველია ეს ვითარება, ბუნებრივია, პირველ რიგში ხელისუფლებისათვის და ყველაზე მეტად ის უნდა ფრთხილობდეს. სამწუხაროდ, პირიქით ხდება და ამიტომ მინდა ამის შესახებ ორიოდე სიტყვა თქვენი საშუალებით გავახმაურო.

- რადგან ამ თემებს შევეხეთ ჩვენი საუბრის ბოლოს ასეთ კითხვასაც დაგისვამდით - თქვენი დაკვირვებით, 2021 წელს სავარაუდოდ რაა ყველაზე დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, მოსახლეობისთვის და ოპოზიციისთვის? - ძალიან რთული კითხვაა და სიამრთლე გითხრათ, ჩემს თავსაც ხშირად ვუსვამ ამ კითხვას ახალი წლის პირველივე დღეებიდან.

ქვეყნისთვის, ვფიქრობ, ყველაზე დიდი გამოწვევა ის საყოველთაო უარესის მოლოდინი, რაც ძალიან საშიშ და თითქმის გარდაუვალის განცდაშია უკვე გადაზრდილი.

ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სიყრუე, რითაც „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით გამოირჩევა. ე.წ. გაფუჭებული ტელეფონი მუშაობს, ჩემი აზრით, დღეს ქვეყანაში მხოლოდ, ხელისუფლებას არ ესმის ხალხის, ხალხში კი გამჯდარია რწმენა, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია მათი მოსმენა და რაც მთავარია გაგება.

ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სიყრუე, რითაც „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით გამოირჩევა... დღეს ქვეყანაში მხოლოდ, ხელისუფლებას არ ესმის ხალხის, ხალხში კი გამჯდარია რწმენა, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია მათი მოსმენა და რაც მთავარია გაგება

მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა პანდემია, როდესაც არ გეიმედება შენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, სისტემური პრობლემა და ამით გამოწვეული შიში. განსაკუთრებით უმუშევრობისა და შემოსავლის გარეშე დარჩენის ვითარება, როდესაც ხვალინდელი დღე დღევანდელზე მძიმედ გესახება.

ვფიქრობ, ოპოზიციისათვის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ყველა უკანონო და უზნეო ხერხის გამკლავება და ერთიანობის შენარჩუნება, რაც მართლაც ყველაზე დიდი მონაპოვარია ქართული ოპოზიციისათვის და იმავდროულად ყველაზე დიდი გამოწვევაც.

ოპოზიციისათვის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ყველა უკანონო და უზნეო ხერხის გამკლავება და ერთიანობის შენარჩუნება, რაც მართლაც ყველაზე დიდი მონაპოვარია ქართული ოპოზიციისათვის და იმავდროულად ყველაზე დიდი გამოწვევაც

საბოლოოდ, ეს ყველაფერი ლუსტრიაციის პროცესი მგონია, რაც, მართალია მტკივნებულია, მაგრამ საბოლოოდ გაჯანსაღებას და განვითარების პერსპექტივას ქმნის, ამიტომ, ოპოზიციის გამოწვევა ყველაზე ნაკლებად საშიში მგონია და მისი დაძლევაც ყველაზე მეტად შესაძლებელი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს თანამოქალაქეებს მივულოცო ახალი წლის დადგომა და ვუსურვო მეტი გონიერება და სიმშვიდე, რადგან ორივე ყველაზე მეტად შეჭირვებულ და უიმედო მდგომარეობაში ყოფნისასაა გადამწყვეტი მნიშვნელობის და გვაძლევს იმედს რომ მშვიდად და გონივრულად გამოწვევებისა და პრობლემების აწონ-დაწონვით ყველაზე სწორ და საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა