აიათოლა ალი ხამენეი - ირანში ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების იმპორტი იკრძალება, მე მათ არ ვენდობი

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის მთავრობას შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტის აკრძალვა დაავალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ირანში ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების იმპორტი იკრძალება. მე ეს ოფიციალურ პირებს უკვე განვუცხადე და ახლა საჯაროდ ვამბობ. მე მათ არ ვენდობი. ამერიკელებს რომ ვაქცინის შექმნა შეეძლოთ, საკუთარ ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ასეთი ფიასკო არ ექნებოდათ”, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

მისი თქმით, ირანმა ვაქცინები შესაძლოა სხვა „უფრო სანდო ქვეყნებიდან“ შეიტანოს. ამასთან, ირანის უზენაესმა ლიდერმა კმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი საკუთარი ვაქცინის შექმნას ცდილობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს