მედია - რუს ჰაკერს, რომლის ექსტრადირება აშშ-ში საქართველოდან განხორციელდა, 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუს ჰაკერს, ანდრეი ტიურინს, რომლის ექსტრადირება აშშ-ში საქართველოდან განხორციელდა, 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. Abc News-ის ინფორმაციით, ტიურინმა კიბერთავდასხმა ათზე მეტ ამერიკულ კომპანიასა და 100 მილიონზე მეტ მომხმარებელზე განახორციელა. მათ შორის ის კომპანია JP Morgan Chase-ის 80 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემების მოპარვაში მონაწილეობდა.

ტიურინი მოსკოვიდან, საკუთარი სახლიდან მოქმედებდა და ამ გზით 19 მილიონ დოლარზე მეტი ფინანსური სარგებელი ნახა.

ცნობისათვის, აშშ-ის მიერ ძებნილი ანდრეი ტიურინი, რომელიც თავს საქართველოს აფარებდა, ქართველმა სამართალდამცავებმა 2017 წელს დააკავეს. ანდრეი ტიურინის ექსტრადირება საქართველოდან აშშ-ში 2018 წლის სექტემბერში განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა