თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, "რემდესივირით" მკურნალობის კურსი 33-დან 22-მა კოვიდინფიცირებულმა დაასრულა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, "რემდესივირით" მკურნალობა კორონავირუსით ინფიცირებულ 33 პაციენტს დაენიშნა, მათგან 22-მა კურსი უკვე დაასრულა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჯერჯერობით, "რემდესივირით" მკურნალობა ვისაც დაენიშნა, ყველa მათგანში არის კარგი შედეგი და არცერთი პაციენტი არც დამძიმებულა.

"საავადმყოფო, რომელიც გადაწყვეტს რომ პაციენტს "რემდესივირი" დაუნიშნოს, აგზავნის ფორმა 100-ს სამინისტროში, სამინისტროში არის 6 წამყვანი კლინიცისტისგან შემდგარი კომისია, ეს კომისია განიხილავს, რამდენად სწორად არის დანიშნული მედიკამენტი. ამასთან, "რემდესივირის" დანიშვნას თავისი კრიტერიუმები აქვს, პაციენტი უნდა იყოს ჟანგბადდამოკიდებული, მაგრამ არ უნდა იყოს ინტუბირებული ანუ ხელონურ სუნთქვაზე მყოფი. მისი დაავადების დაწყებიდან არ უნდა იყოს გასულ 10 დღეზე მეტი. ანუ "რემდესივირი" პირველი ათი დღე არის ეფექტური. თითოეულ პაციენტს სჭირდება 6 დოზა და მკურნალობა ხუთ დღეს გრძელდება. ძირითადად პაციენტები თბილისიდან არიან, თუმცა, მედიკამენტი წაღებული აქვთ საჩხერეში, ქუთაისში, ბათუმში", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო