დანიაში „ვაქცინაციის პასპორტები“ შემოდის

დანიაში მიმდინარე თვეში ე.წ. „ვაქცინაციის პასპორტები“ შემოვა, - The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული აქვთ, შესაძლებლობა ექნებათ, გადმოწერონ და ამობეჭდონ დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ აცრილები არიან.

„დანიის ვაქცინის პასპორტის მიზანია უზრუნველყოს, რომ თქვენ, როგორც მოქალაქემ, მარტივად და უსაფრთხოდ შეძლოთ იმის დადასტურება, რომ ვაქცინაცია ჩატარებული გაქვთ, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუკი საზღვარგარეთ მიემგზავრებით და აღნიშნული დოკუმენტი საჭიროა,“- აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისათვის, დანიაში, პანდემიის გავრცელების დროიდან, კორონავირუსის 178 497 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 149 346 და დაღუპულია 1 517 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო