ლევან რატიანი - ადამიანები, რომლებმაც ბოლო 10 თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ

ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას კრიტიკასთან დაკავშირებით, რომ პანდემიის მართვის პროცესში გადაწვეტილებების მიღება დაგვიანებით ხდება.

როგორც რატიანი აცხადებს, საქართველო სხვა ქვეყნებს არ ჩამორჩება და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა ინფიცირებულთა ლეტალობის შემთხვევები ნაკლები ყოფილიყო.

„ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ლეტალობის ნაკლები შემთხვევა გვქონოდა. არავის პოლიტიკური შეხედულება არ მაინტერესებს. ეს ჩემი ქვეყანაა, რომელიც სულით და გულით მიყვარს. არავისზე ნაკლები არ გაუკეთებია ჩვენს სახელმწიფოს, ექიმებთან ერთად, რომ ლეტალობის რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა გვქონოდა. ვერ დავეთანხმები ვერავის იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ვიღაცას ჩამორჩებოდა. პირიქით ჩვენმა სახელმწიფომ, ყველამ ერთად, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის გაგვეწია იმაზე მეტი სერვისი, რისი საშუალება და შესაძლებლობაც გვქონდა. ექიმებმა თავი გაწირეს ამასთან დაკავშირებით.

ყველას ჩემი პატივისცემა, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება და ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ. მე პირადად ამ პრეტენზიას ვერ მივიღებ იმიტომ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არ გამაჩნია. არავის არ უნდოდა პანდემიაში ცხოვრება. ვერც მე და ვერც ვერავის წარმოგვედგინა.

ბუმბერაზი ქვეყნები, როგორებიცაა იტალია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ. სადაც სამედიცინო დაფინანსება იმაზე, მეტი აქვთ, ვიდრე სჭირდებოდათ, ჩვენ კი მწირი ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ შედეგები, მგონი, ერთნაირი დავდეთ, ვერ გეტყვით ვის ხარჯზე იყო, მაგრამ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალმა - დაწყებული სანიტრიდან დამთავრებული კლინიკის ხელმძღვანელებამდე, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაც შეიძლება ეფექტურად გვემუშავა და ამისთვის ერთმანეთს გვერდში ვედექით. ჩვენ არც დღე ვიცით, არც ღამე. მარტივია ლაპარაკი, როდესაც საქმეში არ ხარ ჩართული. ექიმი მაშინ ხარ, როდესაც გამოცდილება და პრაქტიკა გაქვს. მიკვირს კიდეც ადამიანების, როდესაც საუბრობენ ახალ კორონავირუსზე, როდესაც კოვიდინფიცირებული პაციენტები არათუ ჰორიზონტალურად არ უნახავთ, არამედ ვერტიკალურადაც არ გაუსინჯავთ. ვფიქრობ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, სახელმწიფოსთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ლეტალური შემთხვევა გვქონოდა. ვისურვებდი, რომ ყველა გავერთიანებულიყავით.

ძალიან რთულია ებრძოლო მტერს, რომელიც არ იცი, რომელი ვექტორიდან შემოგიტევს. ადამიანებმა, განსაკუთრებით მედპერსონალმა, სიცოცხლე გაწირეს, რომ სხვისი სიცოცხლეები გადაერჩინა. არავინ დახვედრია მომზადებული, მათ შორის აშშ. იმიტომ, რომ უცნობი ბიოლოგიური ომია უცნობ გარემოში.

რაც გადაგვარჩენს - თანადგომაა. ძალიან არ მიყვარს, როდესაც ვიღაცას ვექიშპები იმიტომ, რომ ამ ქიშპში ორივე ვაგებთ. ჯობია, ერთმანეთის გვერდით დგომით მოვიგოთ ეს ომი“,- განაცხადა რატიანმა.

გარდა ამისა, როგორც ლევან რატიანი აღნიშნავს, კორონავირუსის გავრცელების მეორე ეტაპი სამედიცინო პერსონალისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე პირველი იყო.

„ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აირჩია მიდგომა, რასაც იზოლაცია ერქვა. ამ მიდგომამ გაამართლა, რადგან ინფექციის გავრცელები ჯაჭვის გაწყვეტა და ინფიცირების შემცირება მხოლოდ იზოლაციის პირობების შემთხვევაში მოხდება. ყველა ინფიცირებული იმ დროს კლინიკაში ხვდებოდა, რადგან ინფიცირებულები იყვნენ, მაგრამ მძიმე დაავადების კლინიკური სიმპტომატიკით არ იყვნენ გამოვლენილი. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბრის თვეში კი ამის ფუფუნება არ გვქონდა. ჩემი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ისინი ხვდებოდნენ, ვისაც სტაციონარული მკურნალობა სჭირდებოდა.

მეორე ეტაპი მედპერსონალისთვის, რა თქმა უნდა, უფრო მძიმე იყო, ვიდრე პირველი ეტაპი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ და სახელმწიფომ ეს შეძლო - ამ ეტაპამდე თავი გავართვით და იმედია, მომავალშიც ასე გავართმევთ თავს და გადავრჩებით“,- განაცხადა რატიანმა.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით