ივანე მაჭავარიანი - 2020 წლის დეკემბერში 300-ლარიანი კომპენსაცია 120 ათასზე მეტმა პირმა მიიღო

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდათ გასული წლის 28 ნოემბერს დაწესებული დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად, დეკემბერში გაიცა 36 მილიონ 122 ათასი ლარი და 300-ლარიანი კომპენსაცია მიიღო 120 ათასზე მეტმა პირმა.

როგორც მან აღნიშნა, 2021 წლის იანვრიდან 6 თვე გაგრძელდება სოციალური პაკეტების მხარდაჭერა და 65-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, დაახლოებით, 72 ათასი ოჯახი 100-ლარიან დახმარებას მიიღებს.

ასევე, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 6 თვე გაგრძელდება 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, დაახლოებით, 24 ათასი ოჯახისთვის 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვით 100-ლარიანი დახმარება.

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2021 წელს ასევე, 100-ლარიან დახმარებაა გათვალისწინებული 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 6 თვის მანძილზე. შედეგად კი საუბარია, დაახლოებით, 43 ათას პირზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო