გიორგი ბარამიძე - ის, რაც დაკავშირებულია ძალადობასთან და უკანონობასთან, არასწორი და ცუდია - ვლადიმერ პუტინი და ამერიკის მტრები შეეცდებიან ეს სათავისოდ გამოიყენონ

ის, რაც დაკავშირებულია ძალადობასთან და უკანონობასთან, არასწორი და ცუდია. ვლადიმერ პუტინი და ამერიკის მტრები შეეცდებიან ეს სათავისოდ გამოიყენონ, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში“ ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც გიორგი ბარამიძე აცხადებს, ამერიკის დემოკრატია ძლიერი და დაღვინებულია.

„საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდით, რომ შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეიძლება არასწორმა პოლიტიკურმა მოწოდებებმა ან ტენდენციებმა საზოგადოების ასეთი აღშფოთება გამოიწვიოს. ის რაც მოხდა, რაც დაკავშირებულია ძალადობასთან და უკანონობასთან არასწორი და ცუდია. ვლადიმერ პუტინი და ამერიკის მტრები შეეცდებიან ეს სათავისოდ გამოიყენონ.

ამავდროულად, მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს. საბოლოოდ დავინახეთ, რომ ამერიკის დემოკრატია იმდენად ძლიერია და დაღვინებული, რომ ასეთ ვითარებაშიც კი, სადაც პროტესტანტებს შორის იყვნენ მოძალადეები, რომლებიც პირდაპირ შევიდნენ კონგრესში პოლიციის კორდონის გარღვევით, სანამ რაიმე ძალადობას არ ახორციელებდნენ, როგორც დავინახეთ მათ მიმართ სერიოზული მასობრივი ძალა არ გამოუყენებია პოლიციას.

ხალხის კონგრესში შესვლას არ გამოუწვევია ხელისუფლების დამხობა თუ სახელმწიფო გადატრიალება“,-აცხადებს ბარამიძე.

გიორგი ბარამიძე ამერიკაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას 2019 წლის 20 ივნისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკაში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა ის, რომ თუ ხალხი 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში შევიდოდა, ამით არც ხელისუფლება დაემხობოდა და არც სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდებოდა.

„ჩვენთან არავინ არ შესულა პარლამენტის შენობაში. მთელი ამბავი იმაზე იყო ატეხილი და საქმეები აღძრული, რომ სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდაო. სახელმწიფო გადატრიალება ასე არ ხდება ბატონებო. ცარიელ შენობაში შესვლით არც ხელისუფლება ემხობა და არც სახელმწიფო გადატრიალება არ ხდება.

არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ მზადდებოდა. ძალადობა უნდა გაიმიჯნოს მშვიდობიანი მოქმედებისგან. ძალადობა მიუღებელია, დასაგმობია და დასასჯელია. მშვიდობიანი მოქმედება და პროტესტი მისაღებია, თუნდაც რადიკალური ფორმით. რომც შესულიყო ხალხი ცარიელ შენობაში, ამით არც ხელისუფლება დაემხობოდა, არც სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდებოდა. ამას ვამბობთ 20 ივნისიდან მოყოლებული. ეს თვალნათლივ დაადასტურა ამერიკულმა მოვლენებმა, ამიტომ არის ჩემთვის როგორც ქართველისთვის და პოლიტიკოსისთვის ამ პარალელის გავლება“,-აცხადებს ბარამიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო